ედინბურგი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ედინბურგი Edinburgh | |||||
| |||||
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო | ||||
რეგიონი | შოტლანდია | ||||
კოორდინატები | 55°56′58″ ჩ. გ. 3°09′37″ დ. გ. / 55.94944° ჩ. გ. 3.16028° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | Frank Ross[1] | ||||
დაარსდა | VII საუკუნე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1889 | ||||
ფართობი | 259 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 47±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 477,660 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 1,844 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 0131 | ||||
საფოსტო ინდექსი | EH | ||||
ოფიციალური საიტი | edinburgh.gov.uk | ||||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 728 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ედინბურგი (ინგლ. Edinburgh) — შოტლანდიის დედაქალაქი. მოსახლეობის მხრივ ედინბურგი შოტლანდიაში მხოლოდ გლაზგოს ჩამორჩება, დიდი ბრიტანეთში კი ამ დასახლებას მეშვიდე ადგილი უკავია. ქალაქ ედინბურგის მუნიციპალური საბჭო არის შოტლანდიის 32 ადგილობრივი მმართველობის საბჭოდან ერთ-ერთი. ედინბურგის მუნიციპალური საბჭოს ტერიტორიაში ქალაქ ედინბურგთან ერთად შედის, მის გარშემო არსებული ურბანული ტერიტორიაც, სულ 78 კმ².
ქალაქი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ შოტლანდიაში, ნორვეგიის ზღვის სანაპირო ზოლში. ედინბურგში არის განსაკუთრებული არქიტექტურა, რის გამოც ეს დასახლება ევროპაში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება. აქვე მდებარეობს შოტლანდიის პარლამენტის შენება. შოტლანდიის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არის ედინბურგის უნივერსიტეტი. ქალაქი იყოფა ორ ნაწილად ძველ და ახალ ედინბურგად. 1995 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. 2009 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, აქ ცხოვრობდა 477,660 კაცი.[2]
ედინბრუგში ყოველწლიურად იმართება მრავალი ფესტივალი. ამ დასახლებას ყოველწლიურად მრავალი ტურისტი სტუმრობს, ტურისტების რაოდენობის მხრივ ედინბურგს ქალაქ ლონდონის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში მეორე ადგილი უკავია.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Edinburgh - Inspiring Capital დაარქივებული 2009-02-10 საიტზე Wayback Machine.
- ქალაქ ედინბურგის საბჭო
- Edinburgh - The official Tourist Board
- Путеводитель по городу EdinburghGuide.com
- Обзорный сайт всех фестивалей Эдинбурга დაარქივებული 2007-08-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.edinburgh.gov.uk/info/20004/council_and_democracy/641/lord_provost_of_the_city_of_edinburgh/1
- ↑ General Register Office for Scotland - mid 2009 population estimates by sex, single year of age and administrative area. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-02. ციტირების თარიღი: 2010-09-20.
- ↑ National Statistics Online - International Visits. ONS. ციტირების თარიღი: 2009-07-19.
|
|